შსს-მ უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყის მასალა ამოიღო

შსს-მ უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყის მასალა ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადიგენის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის გადამმუშავებელი სახერხი-საამქროს მფლობელებისგან,  უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყის მასალა ამოიღო.

როგორც შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი, 8 დეკემბერს ადიგენის რაიონის სოფელ არალში მცხოვრები 1962 წელს დაბადებული გივი ა-ს შპს „ფათათის", 1961 წელს დაბადებული გელოვან კ-ის, 1964 წელს დაბადებული თამაზ ა-ის, ადიგენის რაიონის სოფელ ჭეჭლაში მცხოვრები 1962 წელს დაბადებული გია გ-ის, ადიგენის რაიონის სოფელ შოლავერში მცხოვრები 1976 წელს დაბადებული ვალერი კ-ის შპს „პაკოს" ხის სახერხი საამქროებიდან 350 მ/კუბი უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყეა ამოღებული.

განცხადების თანახმად, საქმე სსსკ-ის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებას საქართველოს შსს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ადიგენის რაიონული სამმართველო აწარმოებს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: