ქართველი მეზღვაურები დახმარებას ითხოვენ

ქართველი მეზღვაურები დახმარებას ითხოვენ

პანამის ნაპირებთან მდგარ გემზე მყოფი ქართველი მეზღვაურების განცხადებით, საკვების უქონლობის გამო ეკიპაჟი შიმშილობს, - ამის შესახებ "Maria Del Carmen 2" – ის კაპიტნისა და ეკიპაჟის წერილშია ნათქვამი.


მეზღვაურების წერენ, ისინი ამაზრზენ სიტუაციაში იმყოფებიან. ოთხი დღეა გემის ძირითადი გენერატორები მწყობრიდანაა გამოსული, არ მუშაობს მაცივრები და გაფუჭდა სურსათი. მათი თქმით, არც კონდინციონერები მუშაობენ, რაც შეუძლებელს ხდის კაიუტებში ყოფნას და დასვენებას, რადგან ჰაერის ტემპრეატურა ზოგჯერ +40 გრადუსს აღწევს.


როგორც ეკიპაჟის წევრები ამბობენ,  ისევ არსებობს სახელფასო დავალიანება. ზოგიერთ წევრს არ აუღია ივლისისა და აგვისტოს ხელფასები. ამასთან, მათი მტკიცებით, გადასახდელია სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრისა და დეკემბრის ხელფასიც.


როგორც მეზღვაურები ამბობენ, მათ მიმართ ყურადღება და გულიხმიერება მხოლოდ ორმა ადამიანმა გამოჩინა. ესენი არიან საქართველოს ელჩი მექსიკაში გურამ მიქელაძე და საქართველოს კონსული მექსიკაში გურამ ქანდამიშვილი.


მეზღვაურები, ასევე ქართულ მედიას თხოვნით მიმართავენ, რომ აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა  და საქართველოს მთავრობას მიაწოდონ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: