რამაზ საყვარელიძე ოპოზიციას ბრძოლის ხერხებს უწუნებს

რამაზ საყვარელიძე ოპოზიციას ბრძოლის ხერხებს უწუნებს

ექსპერტი რამაზ საყვარელიძე საპარლამენტო ოპოზიციას ბრძოლის ხერხებსა და მიმართულებებს უწუნებს.

როგორც მან დღეს „მაესტროს“ პრესკუბში განაცხადა, მისი პოზიცია მედიაში გავრცელებული პოზიციებისგან არ განსხვავდება და რომელიც იმ ზოგადი ფორმულით გამოიხატება, რაც პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ამასწინათ განაცხადა.

მისი თქმით, ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ისინი პოლიტიკაში ახალი შემოსულები არიან და გამოუცდელობა მოიმიზეზა.

„მეც მიმაჩნია, რომ ერთთვიანი გამოცდილება საკმარისი არ არის, იმისთვის, რომ სახელისუფლო მანქანა მთელი სისრულით ამუშავდეს. მეორე მხრივ, მედიაში ოპოზიციისა და ხელისუფლების თემა ისმის. ჩვეული დაპირისპირება უმეტესად ჟურნალისტების მიერაა წინ წამოწეული“,- განაცხადა საყვარელიძემ.

რაც შეეხება ოპოზიციის ბრძოლას, საყვარელიძე მიიჩნევს, რომ საპარლამენტო ოპოზიციის წევრები არასწორი გზით მიდიან.

„უდაოდ კარგი ფაქტია, რომ არსებობენ და კარგი ფაქტია, რომ ასეთი ენერგიულები არიან, მაგრამ არა მგონია, რომ მათი ბრძოლის ხერხები და მიმართულებები, რომელსაც დღეს ადგანან, სწორი იყოს“, - განაცხადა საყვარელიძემ და დასძინა, რომ მოსახლეობაში ასეთ დაპირისპირებას ნაკლები საფუძველი აქვს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: