ზურაბ აბაშიძე იგორ კარასინს შეხვდება

ზურაბ აბაშიძე იგორ კარასინს შეხვდება

პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე არ გამორიცხავს, რომ შეიძლება მოლაპარაკებები რუსულ მხარესთან შვეიცარიაში გაიმართოს. როგორც აბაშიძემ განმარტა, შეხვედრის ზუსტი ადგილი და დრო ჯერ ცნობილი არ არის.


თუმცა წინასწარი ინფრომაციით ცნობილია, რომ ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს იგორ კარასინს შეხვდება.


"მოგეხსენებათ, გუშინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა განცხადება, რომ უახლოეს მომავალში იგეგმებოდა საქართველოსა და რუსეთის წარმომადგენლების შეხვედრა.

ჩვენ ამ ინფორმაციას ვადასტურებთ და უახლოს მომავალში შეხვედრა შედგება ევროპაში, თუმცა ზუსტი ადგილი და დრო უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. მინდა, აღვნიშნო, რომ ჩვენ დადებითად აღვიქვით სერგეი ლავროვის კომენტარი იმის თაობაზე, რომ მოსკოვი მზადაა საქართველოსთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები აღადგინოს,"- განაცხადა აბაშიძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: