ზბიგნევ ბზეჟინსკი: საქართველო შესაძლოა რუსეთის მოკავშირე გახდეს
"საქართველო შესაძლოა რუსეთის მოკავშირე გახდეს, თუმცა ეს მას ამერიკასთან მეგობრობის ფასად დაუჯდება,"- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის ჯიმი კარტერის ყოფილმა მრჩეველმა ეროვნული უშიშროების საკითხებში ზბიგნევ ბზეჟინსკიმ კონგრესში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მან საქართველო-რუსეთის ურთიერთობების პერსპექტივებსა და რუსეთის საგარეო და საშინაო გამოწვებებზე ისაუბრა.
"საქართველო რუსეთთან ალიანსის შესაძლო კანდიდატი ხდება, რაც მას ამერიკასთან მეგობრობის ფასად დაუჯდება – ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენის მნიშვნელობის გათვალისწინებით", - განაცხადა ბზეჟინსკიმ ევრაზიის კავშირის სავარაუდო წევრებზე საუბრისას.
ზბიგნევ ბზეჟინსკის გამოსვლა "ამერიკის ხმის" რუსულმა ბიურომ გაავრცელა.