რამაზ საყვარელიძე: ოპოზიცია უფრო ენერგიულია, ვიდრე ხელისუფლება

რამაზ საყვარელიძე: ოპოზიცია უფრო ენერგიულია, ვიდრე ხელისუფლება

ექსპერტი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ დღეს ოპოზიცია უფრო ენერგიულია, ვიდრე ხელისუფლება.

როგორც მან დღეს „მაესტროს“ პრესკლუბში განაცხადა, პოლიტიკური კონკურენციის დეფიციტი საქართველოს ყოველთვის ახასიათებდა.

მისი თქმით, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) გამოკვლევების მოხედვით, თანაბარი კონკურენცია არ  ჩანს.

„ენერგიულობის თვალსაზრისით, გაცილებით ენერგიულია დღეს ოპოზიცია, ვიდრე ხელისუფლება. იქნებ, კოალიციაში შემავალი პოლიტიკური პარტიები გაიშალონ და კონკურენტული გარემო მათ შექმნან?! თუ არა და დღეს არსებული დაპირისპირება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კონკურენციად ვერ ჩაითვლება“, - განაცხადა საყვარელიძემ.

ამასთან, ექსპერტმა ივანიშვილის პარლამენტში გაკეთებულ განცხადებებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ კოორდინაციის პრობლემა რამდენიმე მიზეზით უდაოდ იქნება.
 
მისი თქმით, არსებობს ბუნებრივი მიზეზები და არის ისეთიც, რომელიც შეიძლება გამოცდილებას დაბრალდეს.

„მათ არ იციან ჯერ ერთიანი გუნდის სახით როგორ იმუშაონ ხელისუფლებაში და ბუნებრივია ისიც, რომ ისინი არც არიან ერთიანი გუნდი. ასეთი გაერთიანება ან უნდა გააკეთოს ვინმემ, ან კოალიციათა სიჭრელე იქნება“, - აღნიშნა საყვარელიძემ და დასძინა, რომ მრავალფეროვნებასა და დაშლას შორის ზღვარის აღმოჩენა პოლიტიკურ ხელოვნებას ითხოვს.

მისივე განცხადებით, ეს ამოცანა ძალიან რთულია და ქართული პოლიტიკური სივრცისთვის პრაქტიკულად, უნიკალურია.

საყვარელიძის განცხადებით, დღეს ქართულ პოლიტიკას  ხალხური სიმღერის მაგვარი ამოცანა აქვს გადასაწყვეტი, რადგან საზოგადოებას პოლიტიკური პოლიფონია სჭირდება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: