ირაკლი ალასანიამ მოადგილეები წარადგინა

ირაკლი ალასანიამ მოადგილეები წარადგინა

დღეიდან საქართველოს თავდაცვის მინისტრს ხუთი მოადგილე ჰყავს. ირაკლი ალასანიამ დღეს საზოგადოებას კიდევ ორი მოადგილე - ზაზა ბროლაძე და თამარ ქაროსანიძე წარუდგინა.

თამარ ქაროსანიძე კურირებას გაუწევს განათლების სფეროს და საკადრო პოლიტიკას. ბოლო პერიოდში ის  აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტში „საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების“ პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე იყო. 12 წლის განმავლობაში  სხვადასხვა არასამათავრობო ორგანიზაციაში მოღვაწეობდა.

თავდაცვის მინისტრის თქმით, პირველად ხდება, როდესაც ადამიანურ რესურსებს და განთლების სფეროს სამინისტროში  ეყოლება ერთი კურატორი  და ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული კადრი. ეს კიდევ  ერთი ნაბიჯია სამინისტროს საჯაროობისკენ.

ზაზა ბროლაძე კურირებას გაუწევს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების სფეროს. ბოლო პერიოდში იგი პოლიტიკის და მართვის კონსალტინგ ჯგუფში საჯარო სექტორის კონსალტინგის დირექტორი იყო. ის ბიუჯეტის ეფექტური დაგეგმვის და ტრანსფარენტული ხარჯვის საუკეთესო სპეციალისტია. წლების განმავლობაში მუშაობდა საერთაშორსო სავალუტო ფონდში, ხელმძღვანელობდა სტატისტიკის დეპარტამენტს, იყო USAID-ის კონტრაქტორი - საბიუჯეტო ექსპერტი. გავლილი აქვს ტრეინინგები ეკონომიკის სხვადასხვა დარგში აშშ-ში, შვედეთსა და ავსტრიაში.

„ზაზა ბროლაძე კურატორობას გაუწევს შესყიდვების სისტემას. ეს უწყებაში არის ის სისტემა, რომელიც ყველაზე უფრო მეტ კითხვას ბადებს ჩვენს საზოგადოებაში. ასევე, მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება სწრაფად გაიწმინდოს და ყველა მოქალაქემ იცოდეს მის მიერ გაღებული ფული როგორ იხარჯება და რამდენად ხმარდება საქართველოს თავდაცვისუნარიანობას. თავდაცვის სამინისტროში აღარ იქნება  ისეთი ფარული შესყიდვები, როგორიც აქამდე იყო“ - განაცხადა ირაკლი ალასანიამ მედია წარმომადგენლებისთვის გამართულ ბრიფიგზე.

საქართველოს სამხედრო უწყების ხელმძღვანელმა სამი მოადგილე 31 ოქტომბერს წარადგინა. თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობაზე ლევან დოლიძე დაინიშნა, რომელიც იმავდროულად თავდაცვის უწყების საპარლამენტო მდივნის ფუნქციასაც ასრულებს. თავდაცვის მინისტრის მოადგილეები ასევე არიან ალექსანდრე ბურჭულაძე და ირაკლი გეგეჭკორი. ალექსანდრე ბურჭულაძის ძირითადი მიმართულება თავდაცვის სამინისტროში საფინანსო დისციპლინის და კონტროლის დამყარებაა. ხოლო ირაკლი გეგეჭკორი თავდაცვითი უსაფრთხოების საკითხებს უწევს კოორდინირებას.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: