ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

ირაკლი ღარიბაშვილი პანკისის მოსახლეობას ლაფანყურის მოვლენების გამოძიებას დაჰპირდა

ირაკლი ღარიბაშვილი პანკისის მოსახლეობას ლაფანყურის მოვლენების  გამოძიებას დაჰპირდა

შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი   პანკისის ხეობაში,  სოფელ დუისში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.


შეხვედრის მთავარი თემა ლაფანყურის ინციდენტის  გამოძიება იყო. ადგილობრივებმა ირაკლი ღარიბაშვილს მომხდარის შესახებ საკუთარი ვერსიები გააცნეს.


შინაგან საქმეთა მინისტრმა მოსახლეობას პირობა მისცა, რომ აღნიშნული საქმის გამოძიება ობიექტურად წარიმართება და  მას პირადად გააკონტროლებს.


მოსახლეობასთან გასაუბრების შემდეგ მინისტრმა სოფლის მეჩეთი მოინახულა და იმამს საჩუქრად  ყურანი და ხალიჩა გადასცა.


ირაკლი ღარიბაშვილი ასევე ეწვია  სოფლის  ღვთისმშობლის  სახელობის ეკლესიას.


შინაგან საქმეთა მინისტრი რეგიონების მონახულებას მომავალი  ori კვირის განმავლობაში  გააგრძელებს.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: