ოლეგ მელნიკოვის ექსტრადირებისთვის მზადება დაწყებულია

ოლეგ მელნიკოვის ექსტრადირებისთვის მზადება დაწყებულია

ინტერპოლით ძებნილი ოლეგ მელნიკოვის ექსტრადირების საკითხზე უკრაინის სასამართლო მუშაობს. მზადება ყველა პროცედურის დაცვით მიმდინარეობს.


უკრაინა საქართველოს ყოფილ მაღალჩინოსანს 40 დღის ვადაში გადასცემს.


შსს მელნიკოვის ექსტრადირებას ვადამდეც არ გამორიცხავს, თუმცა ზუსტ დღეს ვერ ასახელებენ.


შეგახსდნებთ, რომ შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელზეც ქართველ სამართალდამცავებს ძებნა ჰქონდათ გამოცხადებული, უკრაინის პოლიციამ დააკავა. დღეს მელნიკოვს კიევის დარნიცკის რაიონულმა სასამართლომ 40-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.


კუდ-ის მაღალჩინოსანს ბრალი ედება უფლებამოსილების გადამეტებაში, კერძოდ პოლიციელების ცემაში.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: