პაატა ზაქარეიშვილი: რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირება პროვოკაციაა

პაატა ზაქარეიშვილი: რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირება პროვოკაციაა

რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირების გახშირება პროვოკაციის ნიშნებს ატარებს.


საზოგადოებაში დაძაბულობის განწყობა გარკვეულმა ორგანიზაციებმა შექმეს.
ამის შესახებ რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა რადიო „უცნობთან“ ინტერვიუში განაცხადა.

"საქართველოში მთავრობის შეცვლის შემდეგ აშკარაა რელიგიური ნიშნით გარკვეული პროვოკაციების ნიშნები, რაც ყოვლად დაუშვებელია. რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი მაქსიმალურად ცდილობს, ეს საკითხები შეისწავლოს და დაარეგულიროს. ჩვენი აპარატი მოუწოდებს მოსახლეობას და იმ ორგანიზაციებს, რომლებიც უმცირესობებს მიკუთვნებულ პირთა უფლებების დაცვას ცდილობენ, ვიდრე ირწმუნებენ საზოგადოებაში მოარულ ხმებს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების მიზანმიმართულად შეზღუდვის მცდელობის შესახებ, მჭიდროდ ითანამშრომლონ ჩვენს აპარატთან. მოვუწოდებთ ამ ორგანიზაციებს, პირველ რიგში სახელმწიფო მინისტრის აპარატს მომართონ, რათა შესაბამისად მოხდეს ამ უფლებების დაცვა სახელმწიფოს სახელით", - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.

სახელმწიფო მინისტრმა ერთ-ერთ მაგალითად თეთრიწყაროს რაიონის სოფელ წინწყაროში განვითარებული მოვლენები დაასახელა.

"ყველა სახელმწიფო სტრუქტურა მობილიზებული იყო და იცოდა მოსალოდნელი რისკების შესახებ. თუმცა, გამოჩნდნენ ორგანიზაციები, რომლებმაც ისე, რომ არ იცოდნენ, რას აკეთებდა სახელმწიფო, შექმნეს საზოგადოებაში დაძაბულობის განწყობა, რასაც რეალობასთან საერთო არაფერი ჰქონდა", - განმარტავს ზაქარეიშვილი.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: