სამხედრო პოლიცია კვალიფიკაციას ამერიკაში აიმაღლებს
საქართველოს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი აშშ-ს საზღვაო ქვეით კორპუსთან თანამშრომლობას აგრძელებს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ვიცე-პოლკოვნიკი კახაბერ ჩიხრაძე საქართველოში ამერიკის საზღვაო ქვეითთა კორპუსის სამხედრო ატაშეს ვიცე-პოლკოვნიკ პატრიკ მაკგის შეხვდა.
სამინისტროს ინფორმაციით, 15 წლის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა და ამერიკის საზღვაო ქვეითთა ატაშატმა კონკრეტული თანამშრომლობის გეგმაზე საუბარი დაიწყეს.
შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, სამხედრო პოლიციის პირადი შემადგენლობა კვალიფიკაციის ასამაღლებლად ამერიკაში გაიგზავნება.
ასევე, ამერიკული მხარე მზადყოფნას გამოთქვამს, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტთან კონსულტაციების სახით გააგრძელოს თანამშრომლობა.