მთავარმა პროკურატურამ გოჩა ძასოხოვის საქმის წარმოება დაიწყო

მთავარმა პროკურატურამ  გოჩა ძასოხოვის საქმის წარმოება დაიწყო

დღეს, 10 დეკემბერს, „ქართულ-ოსური მისიის“ თავმჯდომარის,  რეზო ამაშუკელის სახელზე საქართველოს მთავარი პროკურატურისგან  პასუხი მოვიდა. ეს არის პასუხი ჩვენს მიერ 28 ნოემბერს გაგზავნილ წერილზე.


ამ ინფორმაციას „ქართულ-ოსური მისიის“ სამდივნო ავრცელებს.


„მთავარმა პროკურატურამ დაიწყო საქმის წარმოება გაზეთ „ასავალ-დასავალში“ (19-26 ნოემბერი)  გამოქვეყნებული გოჩა ძასოხოვის მიმართვაში ჩამოყალიბებულ ფაქტებთან დაკავშირებით“, - წერია  პროკურატურის პასუხში.


წერილს ხელს აწერს საქართველოს მთავარი პროკურატურის შსს თბილისის ტერიტორიულ ორგანოებში  საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი,  თამაზ მებონია.


გოჩა ძასოხოვის წერილში მოყვანილი ფაქტების შესწავლას აწარმოებს თბილისის პროკურორის მოადგილე ალექსანდრე იმედაშვილი.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: