პროკურატურასთან დევნილების აქცია გაიმართა

პროკურატურასთან დევნილების აქცია გაიმართა

საქართველოს მთავარ პროკურატურასთან იძულებით გამოსახლებული დევნილების აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნა Mმათ მიმართ განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყება და ფართებით დაკმაყოფილება იყო.


როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ლაშა ჩხარტიშვილმა განაცხადა, საუბარია 2010-2011 წლებში ტაშკენტის N7-იდან გამოსახლებულ დევნილებზე, რომლებიც აღნიშნულ მისამართზე იყვნენ რეგისტრირებულნი.


მისი თქმით, მსგავსი ფაქტი 20-ზე მეტ ობიექტთან დაკავშირებით მოხდა.


"ტაშკენტის N7-დან დევნილები იძულებით გამოასახლეს. მათთან ერთად დღეს მთავარი პროკურორის არჩილი კბილაშვილის სახელზე საჩივარი შეგვაქვს, რათა გამოიძიონ ათასობით დევნილის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული. ობიექტური გამოძიების შემთხვევაში, გამოიკვეთება და დადასტურდება კობა სუბელიანის, ვანო მერაბიშვილისა და ვერა ქობალიას ბრალეულობა," - განაცხადა ჩხარტიშვილიმა და დასძინა, რომ სწორედ Aაღნიშნული პიროვნებების განკარგულების საფუძველზე მსგავსი ფაქტები ხორციელდებოდა.


აქციის ერთ-ერთი მონაწილის ნუნუ გვილავას განცხადებით, მათ მოთხოვნებს ფართებით დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით დევნილთა და განსახლების სამინისტრო ამ დრომდე ყურადღებას არ აქცევს და ისინი დღემდე გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ.


არჩილ კბილაშვილის სახელზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურაში საჩივარი შეიტანეს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: