გარდაბანში მოსახლეობამ გზა გადაკეტა

გარდაბანში მოსახლეობამ გზა გადაკეტა

გარდაბნის რაიონ სოფელ გამარჯვების მოსახლეობამ ბუნებრივი აირის მიწოდების მოთხოვნით გზა გადაკეტა.


აქციის მონაწილეების განცხადებით, მათ 2 თვეა ბუნებრივი აირი არ მიეწოდებათ. მოსახლეობა ასევე ელექტროენერგიით მომარაგებასთან დაკავშირებულ პრობლემებზეც საუბრობს.
სოფელ გამარჯვების მოსახლობის განცხადებით, თუ არსებული პრობლემები არ მოგვარდება, ისინი თავად გახსნიან ბუნებრივი აირის მთავარ საკეტს.


"ჩვენ გადახდილი გვაქვს დავალიანება, ეს ფული შეჭმულია და ჩვენ ვითხოვთ, აღდგეს ბუნებრივი აირით მომარაგება", - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: