დავით უსუფაშვილი: ეს აღარ უნდა განმეორდეს!

დავით უსუფაშვილი: ეს აღარ უნდა განმეორდეს!

საქართველოს პარლამენტში ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, პარლამენტის ფოიეში გია აბდალაძის, ირაკლი გედენიძის, ნათია გედენიძისა და ზურაბ ქურციკიძის ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.


„ეს გამოფენა არის ჭკუის სასწავლებელი იმათთვის, ვისაც შეუძლია ჭკუის სწავლა. სამწუხაროდ, წინა ხელისუფლების თანამდებობის პირებს არ ეყოთ ჭკუა და 7 ნოემბრის  მოვლენები 26 მაისს სისასტიკით გაიმეორეს. ახალი ხელისუფლების პრიორიტეტი ადამიანის უფლებების დაცვა იქნება. ჩვენთან მსგავი რამ აღარ უნდა განმეორდეს. არ განმეორდება ის, როდესაც პოლიციელები ქუჩაში არა ხალხის დასაცავად, არამედ მოღალატედ შერაცხული მოქალაქეების დასასჯელად გამოდიოდნენ“, - ამბობს დავით უსუფაშვილი.


უსუფაშვილის თქმით, ფოტოები პარლამენტის ფოიეში დეკემბრის ბოლომდე დარჩება. მისი განცხადებით,  ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს ფოტოები და ის, რაც საქართველოში ხდებოდა,  ყველამ ნახოს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: