დავით დონდუა: საქართველომ ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის არჩევანი დიდი ხნის წინ გააკეთა

დავით დონდუა: საქართველომ ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის არჩევანი დიდი ხნის წინ გააკეთა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე დავით დონდუა გურჯაანის წიგნის სახლში წიგნის “საქართველო - დასავლეთი, ნარკვევები სამხედრო ურთიერთობათა ისტორიიდან” პრეზენტაციას დაესწრო.


წიგნის პრეზენტაციის პარალელურად, დავით დონდუამ ჟურნალისტებთან, მასწავლებლებთან, მოსწავლეებთან და საინფორმაციო ცენტრის მოხალისეებთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრის თემა ნატოს უკანასკნელი მინისტერიალი და საქართველოს ევროატლანტიკური პერსპექტივები იყო.


„როდესაც საქართველოს ნატოსა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებაზე ვლაპარაკობთ, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ქართველმა ხალხმა ეს არჩევანი დიდი ხნის წინ გააკეთა“, - განაცხადა დონდუამ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: