თენგიზ გუნავას ორგანიზმში ნარკოტიკი არ აღმოჩნდა

თენგიზ გუნავას ორგანიზმში ნარკოტიკი არ აღმოჩნდა

ცნობილი გახდა თენგიზ გუნავასთვის ჩატარებული ექსპერტიზის შეეგები, რომლის მიხედვითაც შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ყოფილ უფროსს, როგორც მინიმუმ, ბოლო ოთხი თვის განმავლობაში ნარკოტიკი არ მოუხმარია.


ქიმიურმა ანალიზმა, რომელიც გუნავას თმის ღერებს ჩაუტარდა, მის ორგანიზმში ნარკოტიკული ნივთიერებების არსებობა არ გამოავლინა.


შეგახსენებთ, რომ თენგიზ გუნავა შს სამინისტროს კრიმინალურმა სამსახურმა 16 ნოემბერს დააკავა. მას სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 260-ე მუხლების საფუძველზე წაუყენეს ბრალი, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებასა და ნარკოტიკების მოხმარებას გულისხმობს.


თენგიზ გუნავა პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა და პროკურატურას მის წინააღმდეგ განხორციელებული დევნის გამოძიების მოთხოვნით მიმართა. ნარკოლოგიური შემოწმება კი მან საკუთარი სურვილით 19 ნოემბერს ჩაიტარა.


თენგიზ გუნავას მთავარ პროკურატურაში საჩივარი აქვს შეტანილი. ყოფილი მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ დაკავებისას მას ნარკოტიკი და იარაღი სამართალდამცველებმა "ჩაუდეს".

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: