ღარიბაშვილი, ლორთქიფანიძეები და ინცინდენტი პანკისის ხეობაში

ღარიბაშვილი, ლორთქიფანიძეები და ინცინდენტი პანკისის ხეობაში

პანკისის ხეობაში შს მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის დროს ინციდენტი მოხდა.


ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრი იუწყება.


„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა აქტივისტმა სოფელ ომალოდან მინისტრს ჰკითხა, რატომ იყვნენ შეხვედრის ორგანიზატორები „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, რის გამოც შეხვედრის მონაწილეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.


ხეობაში მინისტრის შეხვედრის ორგანიზება  კახეთის გუბერნატორის ყოფილმა მოადგილემ ზაურ გუმაშვილმა და ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილმა მოადგილემ ჯარაფ ხანგოშვილმა უზრუნველყვეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ მინისტრს ზაურ გუმაშვილის საცხოვრებელ სახლში გაუმასპინძლდნენ.


როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს პანკისის ხეობიდან აცნობეს, ზაურ გუმაშვილს წლების განმავლობაში ახლო ურთიერთობა ჰქონდა ძმებ ლორთქიფანიძეებთან, რომელთაგან გია ლორთქიფანიძე შს მინისტრის მოადგილე იყო, დავით ლორთქიფანიძე კი კუდ–ის კახეთის სამმართველოს უფროსი. დავით ლორთქიფანიძე ამჟამად პატიმრობაშია. ადგილობრივების ინფორმაციით, სწორედ გია ლორთქიფანიძე ხელმძღვანელობდა ლოპოტას ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციას, რომლის შედეგადაც 7 ჩეჩენი მოკლეს.


ამასთან, ქისტების ინფორმაციით, ზაურ გუმაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრთან, კახეთის პოლიციის ყოფილ უფროსთან თამაზ თამაზაშვილთან მეგობრობს, რის გამოც ახმეტის პოლიციის დუისის ქვეგანყოფილების უფროსად ზაურ გუმაშვილის შვილის დანიშვნა იგეგმება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: