გიორგი კალანდაძის ადვოკატმა არ იცის, რატომ მივიდა მისი კლიენტი პროკურატურაში?!

გიორგი კალანდაძის ადვოკატმა არ იცის, რატომ მივიდა მისი კლიენტი პროკურატურაში?!

ცოტა ხნის წინ ადვოკატმა გოგიტა გაბაიძემ პროკურატურა კომენტარის გარეშე დატოვა. ის გენერალური შტაბის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი კალანდაძის ადვოკატი იყო.


გაბაიძე და გაერთიანებული შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი კალანდაძე დღის 4 საათზე ერთად მივიდნენ პროკურატურაში, თუმცა გამოსვლისას ადვოკატი აცხადებს, რომ ის სხვა საკითხზე იყო მისული და მასთან ერთად კალანდაძე არ ყოფილა.


ჟურნალისტების მიერ გადაღებულ კადრებში კი ჩანს, რომ ისინი ერთად მივიდნენ პროკურატურაში.


გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი კალანდაძის ვიზიტის მიზეზი პროკურატურაში ის არის, რომ სასამართლომ მას წინასწარი პატიმრობის ვადა გაუხანგრძლივა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: