კასპის საკრებულოს წევრი დააპატიმრეს!

კასპის საკრებულოს წევრი დააპატიმრეს!

შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის თანამშრომლებმა კასპის საკრებულოს წევრი და, ამავე დროს, კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომელი გრიგოლ გოცირიძე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს. 

გრიგოლ გოცირიძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვას გულისხმობს.


დაკავების ფაქტს, ასევე, ადასტურებს ადვოკატი ნოდარ ცინცაძე, რომელიც დაკავებულს რამდენიმე წუთის წინ გორის წინასწარი დაკავების იზოლატორში შეხვდა.


,,ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი უკვე წარედგინა. საქმის მასალები რამდენიმე წუთში გადმომეცემა და გავეცნობი ყველაფერს. მხოლოდ ამის შემდეგ მეცოდინება ბრალის წარდგენის საფუძვლები და გარემოებები. ბრალი წარდგენილია სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილით”, – აცხადებს ნოდარ ცინცაძე.


გრიგოლ გოცირიძე კასპის ბოლო ორი მოწვევის საკრებულოს წევრია.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: