თბილისი _ "ევრო 2020"-ს მასპინძელი?!
უეფას გადაწყვეტილებით, "ევრო 2020"-ს ევროპის 12 ქვეყნის 12 ქალაქი უმასპინძლებს.
უეფას პრეზიდენტის მიშელ პლატინის ინიციატივას, უეფას წევრი 53 ქვეყნიდან 52-მა მხარი დაუჭირა, ერთადერთი ვინც პლატინის წამოწყებას არ ემხრობა თურქეთია, რომელიც "ევრო 2020"-ის მასპინძლობის კანდიდატი იყო და ევროპირველობის მასპინძლობის უმთავრეს კანდიდატადაც ითვლებოდა.
ევროპის ჩემპიონატი 2020 წელს 60 წლის გახდება და უეფა ამ თარიღის ორიგინალურად აღნიშვნას აპირებს, რაც თავის მხრივ, თბილისის, როგორც ერთ-ერთი მასპინძელი ქალაქის შანსებს, მნიშვნელოვნად ზრდის.
ამ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანიც საუბრობს. მინისტრი თბილისის "ევრო 2020"-ის მასპინძლობის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.