სამართალდამცავებმა შეწყალებით გათავისუფლებული პირი დააკავეს

სამართალდამცავებმა შეწყალებით გათავისუფლებული პირი დააკავეს

შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა მკვლელობის მცდელობის ფაქტზე შეწყალებით გათავისუფლებული პირი დააკავეს.


გამოძიების ინფორმაციით, 2012 წლის 9 დეკემბერს თამარ მეფის გამზირზე თენგიზ გ.-მ დანით მუცლის არეში დაჭრა 1981 წელს დაბადებულ თამაზ კახიძე და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.


აღნიშნული პირი პოლიციის თანამშრომლებმა ფოცხვერაშვილისა და ნინოშვილის ქუჩების კვეთაზე, სარდაფთან დააკავეს. დაკავების მომენტში მას ხელში ეჭირა დანა, რომელსაც სისხლის კვალი ჰქონდა.


ბრალდებული ე.წ. "ქურდული ტრადიციების" მიმდევარია და წარსულში მრავალჯერაა ნასამართლევი. 2007 წლიდან იგი ყაჩაღობისთვის 11-წლიან სასჯელს იხდიდა.


თენგიზ გ. 2012 წლის 7 დეკემბერს საპატიმროდან საქართველოს პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე გაათავისუფლეს. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: