11 დეკემბერს მთის საერთაშორისო დღე აღინიშნება
11 დეკემბერი მთის საერთაშორისო დღეა. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დღის მიზანია სხვადასხვა ინსტიტუტებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტიური მონაწილეობა მთის მდგრადი განვითარების ხელშეწყობისთვის.
მთის საერთაშორისო დღეს საფუძველი 1992 წელს ჩაეყარა. გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით, 2002 წელი მთის საერთაშორისო წლად გამოცხადდა. ამავე წელს შემუშავდა გაეროს რეზოლუცია 57/245, რომლითაც გენერალურმა ასამბლეამ 11 დეკემბერი მთის საერთაშორისო დღედ აღიარა. მან საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, ეს დღე აღენიშნათ, რათა უფრო თვალსაჩინო გამხდარიყო მთის მდგრადი განვითარების მნიშვნელობა.