უნგრეთთან ტურისტულ მიმოსვლას ავიაბილეთების სიძვირე აფერხებს

უნგრეთთან ტურისტულ მიმოსვლას ავიაბილეთების სიძვირე აფერხებს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე უნგრეთის სრულუფლებიან ელჩს საქართველოში შანდორ საბოს შეხვდა. სტუმარი რეგიონში არსებული  საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების სამუშაო სპეციფიკას გაეცნო.

შანდორ საბო დაინტერესდა ასევე აჭარასთან მომავალი ტურისტული და ბიზნეს ურთიერთობების დამყარებითაც. მან ხილისა და ბოსტნეულის სამაცივრე და სასაწყობე მეურნეობების განვითარებისთვის უნგრული ინვესტიციების განხორციელების დახმარების სურვილი გამოთქვა.

ელჩმა ტურისტული მიმოსვლის შეფერხების მთავარ მიზეზად თვითმფრინავის ბილეთების სიძვირეზე დაასახელა.

ელჩი საქართველოში, კერძოდ, კი აჭარაში არსებული რელიგიური დაპირისპირების მიზეზებით  დაინტერესდა.
შანდორ საბომ უნგრეთის ქალაქ გიორკისა და ბათუმის უფრო მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: