ზურაბ ადეიშვილს მითვისებული თანხების დაბრუნებას სთხოვენ

ზურაბ ადეიშვილს მითვისებული თანხების დაბრუნებას სთხოვენ

"უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე იუსტიციის ყოფილ მინისტრს ზურაბ ადეიშვილს თანხების მითვისებაში ადანაშაულებს. როგორც მან დღევანდე პრესკონფერენციაზე აღნიშნა, 2004-2008 წლებში ადეიშვილის გენერალური პროკურორობის დროს საპროცესო შეთანხმებებიდან მილიონობით ლარი შედიოდა, რაც ბიუჯეტს მიღმა რჩებოდა.


მისი თქმით, აღნიშნულ წერილებში ადეიშვილის, მერაბიშვილისა და სააკაშვილის ჯიბეებში მილიონობით ლარი ირიცხებოდა.


"საქმე ეხება სისხლის სამართლის დანაშაულებს, პირებს, რომელთა მიმართაც საქმე რეალურად არ იწყებოდა. თანხებს სამართალდამცავი ორგანოები განვითარების ფონდში პირად ანგარიშებზე და სახაზინო ანგარიშზე არიცხინებდნენ. ეს თანხები კი, სად მიდიოდა, არავინ იცის," _ განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ.


მისი თქმით, ზოგიერთ შემთხვევაში საქმე მთავრდებოდა, მაგრამ მოქალაქეებს თანხებს მაინც ახდევინებდნენ. იყო შემთხვევები, როდესაც თანხის გადარიცხვა საქმის დაწყებამდე ხდებოდა.


"როდესაც ადეიშვილის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, ის მილიონობით ლარის მითვისების გამო აგებს პასუხს, ეს თანხები ბიუჯეტიდან კი არ უნდა დაუბრუნდეს მოქალაქეებს, არამედ ადეიშვილმა და მისმა გუნდმა უნდა დააბრუნოს," - აღნიშნა მჟავანაძემ.


ამასთნა, უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარე ერთ-ერთი მაღალჩინოსნის მიერ გადახდილი თანხის მიერ სამართალდამცავი ორგანოების განვითარების ფონდში გადახდის ქვითრები წარადგინა, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, კონკრეტულ გვარებს ვერ ასახელებს. მისი თქმით,
ამ კონკრეტულ შემთხვევაში 600 000 ლარია გადახდილი, რომლის საქმესაც დღეს მთავარ პროკურატურაში შეიტანს.


როგორც დღევანდელ პრესკონფერენციაზე "უფლებადამცველთა გაერთიანების" იურისტმა – გიორგი ბედოშვილმა განაცხადა, ორგანიზაციას დაზარალებული მოქალაქეები უკავშირდებიან, რომელთა საქმეები პროკურატურას გადაეცემა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: