თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის პროცესი პარალიზებულია

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის პროცესი პარალიზებულია

დღეს უნივერსიტეტის სამართლის სპეციალობის სტუდენტებმა უნივერსიტეტის კარი გადაკეტეს და ლექტორებსა და სტუდებტებს შენობაში არ უშვებენ. ისინი მათი სპეციალობისთვის აკრედიტაციის შეჩერებას აპროტესტებენ.


სტუდენტების მოთხოვნაა, რომ ამით სპეციალობას აკრეტიდაცია მიენიჭოს ან სხვა უმაღლეს სასწავლებლებში გადანაწილდნენ.


უნივერსიტეტის მხრიდან შეთავაზებულ ალტერნატივას, რომ სტუდენტები საჭარო მართვის სპეციალობაზე გადავიდნენ, არ ეთანხმებიან. უნივერსიტეტის რექტორი თინა ჯავახიშვილი კი აცხადებს, რომ სასწავლებელი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ სტუდენტების მოთხოვნები დაკმაყოფილდნენ. რექტორი ასევე ვარაუდობს, რომ აქცია პოლიტიზირებულია და ის ლექტორთა გარკვეული ნაწილისგან იმართება.


,,ჩვენი პროტესტი უკვე მესამე დღეა გრძელდება. სამართლის პროფესიას შეუწყდა აკრედიტაცია და 140-მდე სტუდენტი სტატუსის გარეშე დარჩა“, - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.


,,ჯერ იმაზე უნდა ვისაუბროდ, რომ კარებია გადაკეტილი, ანუ სხვა სტუდენტებს არ უშვებენ უნივერსიტეტში. ეს არასწორი საქციელია. ეს არის პოლიტიკურად მართვადი პროცესი, რითაც ცდილობენ, რომ უნივერსიტეტში არეულობა შემოიტანონ“, - აღნიშნავს უნივერსიტეტის რექტორი თინა ჯავახიშვილი.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: