თუშებს პროდუქტები ჩაუტანეს!

თუშებს პროდუქტები ჩაუტანეს!

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზაქარია ქინქლაძე და გამგებელი ბექა ბაიდაური თუშეთში იმყოფებოდნენ. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები თუშეთში მუდმივად მცხოვრებ ოჯახებს შეხვდნენ და პროდუქტები გადასცეს.


ზაქარია ქინქლაძე თუშებს დაჰპირდა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება თუშეთის განვითარების მიზნით სერიოზულად იმუშავებს და ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაზე იზრუნებს, რის შედეგადაც მთა აღარ დაიცლება.


უღელტეხილზე თოვლის გამო თუშეთთან დამაკავშირებელი სამანქანო გზა უკვე ჩაკეტილია. ამ დროისთვის თუშეთის სხვადასხვა სოფლებში სულ 30 ოჯახი ცხოვრობს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: