კახა მიქაია: სამეგრელო ყოველთვის "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი იყო
არჩევნებიდან თითქმის ორი თვის შემდეგ, ოპოზიციონერი კახა მიქაია არჩევნების შედეგებსა და იმ მიზეზებზეც საუბრობს, რამაც სამეგრელოს რეგიონში "ქართული ოცნების" მარცხი განაპირობა.
"პირველი ოქტომბრის არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგაც, სამეგრელოს რეგიონი ყოველთვის "ნაციონალური მოძრაობისა" და რაც მთავარია, როლანდ ახალაიას მხარდამჭერად მიიჩნეოდა", - აცხადებს "ალიასთან" ინტერვიუში კახა მიქაია.
მისი თქმით, "ქართულ ოცნებას" იმედი ჰქონდა, რომ ზუგდიდში არჩევნებს მოიგებდა, მაგრამ წააგო. "მართალია, ამტკიცებენ, რომ ზუგდიდში ყველაზე დიდი გაყალბება იყო, მაგრამ წაგება მაინც წაგებაა", _ აცხადებს მიქაია.