ელისო კილაძე ციხეში ფარული მიყურადების ახალ მასალებს ავრცელებს
ელისო კილაძის განცხადებით, ახალი ვიდიო და აუდიო მასალები ადასტურებს იმ ფაქრს, ციხეებში ე.წ. მიყურადების ოთახები დღემდე ფუნქციონირებს.
კილაძე სასჯელაღსრულების დაწესებულების იმ თანამშრომლებს ასახელებს, რომლებიც ფარულ მოსმენებს ახორციელებდნენ და დღემდე დაწესებულების თანამშრომლებად რჩებიან.
მისი თქმით, ავთო შანთიძე, ალექსანდრე ჯანჯღავა, გიორგი გვენეტაძე იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა დაწესებულებებში მოსმენებს კურირებდენ. კილაძის განცხადებით, რატი მგელაძე, ზვიად კაპანაძე და ზაურ ბიწაძე არასდროს ყოფილა სასჯელაღსრულების არც ერთი დაწესებულების თანამშრომლები, თუმცა გლდანის N8 დაწესებულებაში სწორედ ისინი კურირებდნენ ჩუმი მოსმენების ოთახს.
კილაძე მიმართავს მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლებს, რაც შეიძლება სწრაფად განახორციელონ მონიტორინგი ამ თემასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ მინისტრ სოზარ სუბარის განცხადება, ჩუმი მოსმენების ოთახების გაუქმებასთან დაკავშირებით, გადასამოწმებელია.
ელისო კილაძეს მასალები ვლადიმერ ბედუკაძემ გადასცა, ის კი მზად არის, აუდიო და ვიდეოფირები პროკურატურას მიაწოდოს.