ესსე თვითმკვლელობაზე თვითმკვლელობამდე?!
საფრანგეთის ქალაქ მონმორო-სენ-სიბარში სამსახურიდან სკოლის მასწავლებელი გაანთავისუფლეს, რომელმაც 13-14 წლამდე მოსწავლეებს თვითმკვლელობაზე ესსეს დაწერა დაავალა.
ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია „France 24“-ის ინტერნეტგვერდი ავრცელებს.
მასწავლებლის ჩანაფიქრით, მოსწავლეებს თავი თვითმკვლელობის მომენტში უნდა წარმოედგინათ და დაესახელებინათ მიზეზები, რამაც აიძულა ისინი ეს ქმედება ჩაედინათ. დავალებაში ნათქვამი იყო: „თქვენ ახლახანს შეგისრულდათ 18 წელი და გადაწყვიტეთ, რომ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულოთ. სუიციდის წინ წერილს წერთ, სადაც თქვენი ქმედების მიზეზებს ხსნით და საკუთარი თავის უკმაყოფილებით გამოწვეულ გრძნობებს აღწერთ. ტექსტში უნდა დაასახელოთ თქვენი ცხოვრების ამსახველი ის მოვლენები, რომლებმაც ამ გადაწყვეტილებამდე მიგიყვანათ.“
ეს ინცინდენტი 2012 წლის 22 ოქტომბერს მოხდა, თუმცა მის შესახებ ინფორმაცია ორი თვის შემდეგ გახდა ცნობილი. ადგილობრივმა პრესამ მოსწავლეთა მშობლების მიერ სკოლის ადმინისტრაციის მისამართით დაწერილი კოლექტიური წერილების ნაწყვეტები გამოაქვეყნა.
მშობლების საჩივრების შემდეგ გამოძიება დაიწყო.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მასწავლებელი, დაახლოებით, 30 წლისაა, თუმცა მისი სქესი ჯერჯერობით უცნობია.