იუსტიციის სამინისტრო კოტე კუბლაშვილის უფლებების შეზღუდვას ითხოვს

იუსტიციის სამინისტრო კოტე კუბლაშვილის უფლებების შეზღუდვას ითხოვს

დღეს სასტუმრო თბილისი მარიოტში მოსამართლეთა ასოციაციის ინიციატივით კონფერენცია გაიმართა, რომელსაც ხელისუფლების სამივე შტოს წარმომადგენლების გარდა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.


იუსტიციის მინისტრის მოადგილემ  კი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ბრალდებდებს უპასუხა.


„ის რეგულაციები, რომლებიც იუსტიციის სამინისტროს მიერ განხორციელებულ კანონპროექტშია წარმოდგენილ, სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან. ამ კანონპროექტში ყურადღება გამახვილებულია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობრივი უფლებების გარკვეულ შეზღუდვასთან, ასევე სასამართლო პროცესებზე აუდიო-ვიდეო ჩანაწერების აკრძალვის მოხსნასთან. რაში სჭირდება უზენაესი სასამათლოს თავმჯდომარეს ამდენი თანამდებობა ერთდროულად? ან რატომ არ უნდა იყოს სასამართლო ღია აუდიო ჩანაწერებისთვის? დამისახელონ კონსტიტუციის რომელ მუხლს ეწინააღმდეგება ჩვენი რეგულაციები“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილე სანდრო ბარამიძემ განაცხადა.


მისი თქმით, უადგილოა ის შენიშვნები, რომლებიც კუბლაშვილს და ზოგადად, მოსამართლეთა ასოციაციას აქვს. „ჩვენი ხედვა არის ის, რომ მართლმსაჯულებაში გარკვეული ცვლილებები უნდა შევიდეს. აქ უკანონო არაფერია. როდესაც მოსახლეობამ პირველი ოქტომბრის არჩევნებში გარკვეულ პოლიტიკურ პარტიას მისცა ხმა, ჰქონდა მოლოდინი, რომ მართლმსაჯულებაშიც ძირეული ცვლილებები შევიდოდა. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ  რაც თავში მოგვივა ის განვახორციელოთ. ჩვენ ვმოქმედებთ აბსოლუტურად სამართლებრივი გზებით და ვცდილობთ, აღმოვფხვრათ ყველა ხარვეზი“, - განაცხადა სანდრო ბარამიძემ.


შეგახსენეთ, რომ კოტე კუბლაშვილმა სასამართლოში მიმდინარე ცვლილებები გააპროტესტა.  „შეიძლება თვითმმართველობებში და კიდევ სხვა სფეროებში ბევრი რამ შეიცვალოს, მაგრამ თუ ვინმეს ილუზია აქვს, რომ სასამართლო ხელისუფლებაში რამე შეიცვლება, ვეტყვი მათ, რომ ამას კანონიერი გზით ვერ მოახერხებენ“, -  განაცხადა კუბლაშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: