"გამტაცებლები ოჯახს არ დაკავშირებიან"

"გამტაცებლები ოჯახს არ დაკავშირებიან"

წუხელ გორის რაიონიდან ადამიანის გატაცების ფაქტი დეფაქტო სამხრეთ ოსეთთან რაიმე სახის გართულების საბაბი არ გახდება. ამის შესახებ "ივერიონთან" საუბარში სოფელ კირბალის რწმუნებული სოსო ზაუტაშვილი აცხადებს.


როგორც ცნობილია, წუხელ სოფელ კირბალიდან დაუდგენელმა პირებმა ადგილობრივი გივი ჩხიკვაძე ცხინვალის მიმართულებით გაიტაცეს.


"გატაცებული მამაკაცი საზღვართან ახლოს იმყოფებოდა. მე ყველა ზემდგომ ორგანოს მივაწოდე აღნიშნულ ფაქტზე ინფორმაცია. სამწუხაროდ, არ ვიცი ამ ეტაპზე თუ მიმდინარეობს რაიმე სახის მოლაპარაკებები გატაცებული მამაკაცის დასაბრუნებლად. ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია, არის ის რომ, გამტაცებლები ოჯახს არ დაკავშირებიან", - აცხადებს ზაუტაშვილი.


შეგახსენებთ, გუშინ საღამოს სოფელ კირბალიდან ს 63 წლის მამაკაცი გივი ჩხიკვაძე გაიტაცე. მისი ახლობლების განცხადებით, ის რუსმა ჯარისკაცებმა გაიტაცეს და ცხინვალში გადაიყვანეს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: