ირმა ინაშვილი ბედუკაძისთვის ბრალის შემსუბუქებას ითხოვს

ირმა ინაშვილი ბედუკაძისთვის ბრალის შემსუბუქებას ითხოვს

,,რამდენადავ ვიცი, საქართველოს მთავარი პროკურატურა ვლადიმერ ბედუკაძის დაკითხვას გეგმავს და მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები იმ ფაქტს, რომ ბედუკაძე პროკურატურასთან თანამშრომლობას აპირებს".


ეს განცხადება მედიაკავშირ „ობიექტივის“ ხელმძღვანელმა ირმა ინაშვილმა ,,პრაიმტაიმის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

მისი თქმით, იგი აპირებს შუამდგომლობით მიმართოს პროკურატურას ბედუკაძის ბრალეულობის შემსუბუქებასთან დაკავშირებით.

,,ვფიქრობ, ჩვენ უნდა დავეხმაროთ ამ ადამიანებს რებილიტაციაში. აუცილებლად შუამდგომლობით მივმართავ პროკურატურას, რათა ბედუკაძეს ბრალი შეუმსუბუქონ. გათვალისწინებული უნდა იყოს ის, რომ მათ ციხის წამების ფაქტების გასაჯაროებაში და გამოძიებაში მიიღეს მონაწილეობა", - აცხადებს ,,ობიექტივის" ხელმძღვანელი.

ინაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი და მისი გუნდის პატივისცემა ახალი მთავარი პროკურორის მიმართ და დასძინა, რომ არ იცის სხვა შემთხვევაში ითანამშრომლებდა თუ არა გამოძიებასთა.

ჟურნალისტმა ასევე შავი პიარის შესაძებ ისაუბრა, რომელიც მისი თქმით, 2 თვის განმავლობაში უწყვეტად ხორციელდებოდა მისი და მედიაკავშირი ,,ობიექტივის" მიმართ.

,,მე უკვე მივმართე პროკურატურას, რომ გამოიძიონ ის დევნის ფაქტები, რომელიც ჩემს მიმართ ხორციელდება. თუ ეს ყველაფერი არ შეწყდება, ვაპირებ კონკრეტული მედიასაშუალებებისა და ჟურნალისტების მიმართ საჩივრით მოვმართო გამოძიებას", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: