ნუკრი ქანთარია: "პოლიტიკური სუტინიორი" ძალიან მაღალი შეფასებაა ერთი მუჭა უმცირესობისთვის

ნუკრი ქანთარია: "პოლიტიკური სუტინიორი" ძალიან მაღალი შეფასებაა ერთი მუჭა უმცირესობისთვის

"პარლამენტი არის ამორფული, აბსურდულ-სიურიალისტური, ფანტასმაგორიული ადგილი, სადაც ძალიან დიდი გაუცხოებაა", - განაცხადა "მაესტროს" პრესკლუბში ისნის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ.

 

მისი თქმით, პარლამენტი საიქიოს უფრო ჰგაქვს, ვიდრე სააქაოს. ქანთარია ასევე შეეხო მის მიერ ცოტა ხნის წინ გაკეთებულ განცხადებას, "პოლიტიკურ სუტინიორებთან" დაკავშირებით და მცირე განმარტებაც გააკეთა.

 

"პარლამენტში, უმცირესობაში არიან ისეთი ადამინები, რომლებიც ჯერ კიდევ არ არიან ასოცირებულნიი დანაშაულთან. მაგრამ, ის რომ, მათ რიგებში არიან, უკვე თანამონაწილეობას გულისხმობს. მათ შორის არიან ახალგაზრდებიც და ჩემი განცხადების მიზეზიც ეს არის. ტერმინები: "პოლიტიკური კახპა" და სხვა მრავალი, მიხეილ სააკაშვილის შემოტანილია. მე მხოლოდ რამდენიმე ტერმინით გავამდიდრე ეს ლექსიკონი.  ვფიქრობ, რომ არ უნდა მეთქვა რადგან, ტერმინი _ "პოლიტიკური სუტინიორი" ძალიან მაღალი შეფასებაა ერთი მუჭა უმცირესობისთვის", - განაცხადა ქანთარიამ.

მისი თქმით, პარლამენტში არ არის შესაფერისი ადგილი სტუდენტებისთვის. "მათ ძალიან გაუჭირდებათ თავიანთი სახის შენარჩუნება და დაუმახინჯდებათ ფსიქიკა", - განმარტავს ქანთარია და იმედს გამოთქვამს, რომ 10 წლის შემდეგ ისინი, ვისი მისამართითაც მისი განცხადება გაკეთდა, სწორად გაიგებენ ამ შეფასებას. 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: