ჯონდი ბაღათურია პარლამენტს მუშაობას უწუნებს

ჯონდი ბაღათურია პარლამენტს მუშაობას უწუნებს

,,ქარრთული დასის“ ლიდერს პარლამენტის მუშაობასთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს. მისი თქმით, საკანონმდებლო ორგანოს მიმართ შენიშვნები პარტიაში და საზოგადოებაშიც დაგროვდა.


 ამის შესახებ ბაღათურიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


ოპოზოციური პარტიის ლიდერი გამოდის ინიციატივით, რომლის საშუალებითაც მთლიან პოლიტიკურ სპექტრს ეძლევა საშუალება, სწრაფად დაგეგმოს არა მარტო საპარლამენტო მუშაობის დღის წესრიგი, არამედ ქვეყნის განვითარების სტრატეგია.


ბაღათურიამ ასევე ამნისტიის პროექტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თავიდან ის კარგი იყო, მაგრამ ახლა ,,გაკრეჭილია“. მისი თქმით, მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება  პოლიტიკურ პარტიათა შორის დიალოგის გზითაც არის შესაძლებელი.


,,ჩვენ მზად ვართ, წინასწარი პირობების გარეშე მივიღოთ მონაწილეობა საქართველოსთვის ასეთ მნიშვნელოვან პროცესში. ცოდნა და გამოცდილება, რომელიც საკითხებზე ხანგრძლივი მუშობის დროს დაგვიგროვდა, მზად ვართ დიალოგში მონაწილე ყველა პარტიასთან ერთად სახელმწიფოს სასარგებლოდ გამივიყენოთ“, - განაცხადა ბაღათურიამ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: