თებერვლიდან დაწყებითი განათლების ახალი პროგრამა ამოქმედდება

თებერვლიდან დაწყებითი განათლების ახალი პროგრამა ამოქმედდება

განათლების სამინისტრო USAID-ის მხარდაჭერით განახორციელებს პროექტს -„მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამა დაწყებითი სკოლის ქართულისა და მათემატიკის მასწავლებლებისთვის“.


ამის შესახებ ინფორმაცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებგვერდზეა განთავსებული.


სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის საპილოტე ეტაპი  2013 წლის თებერვალში დაიწყება და  2014 წლის ივნისში დასრულდება.


„პროექტის მიზანი დაწყებით კლასებში კითხვისა და მათემატიკის სწავლებისა და მოსწავლეების შედეგების გაუმჯობესებაა. აღნიშნული მიზნის მისაღწევად პროექტის ფარგლებში დაწყებითი კლასების ქართულისა და მათემატიკის მასწავლებლებს ჩაუტარდებათ ინოვაციური ტრენინგ-პროგრამა მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების სტრატეგიების შესახებ“, - აღნიშნულია განცხადებაში.


თავდაპირველად, საქართველოს მასშტაბით, პროექტში მონაწილეობის საშუალება 121 სკოლას მიეცემა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: