შსს-მ დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამცხე-ჯავახეთში დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა ამოიღო.
როგორც შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი, 10 დეკემბერს სამცხე-ჯავახეთში, ნინოწმინდაში მცხოვრებმა ნატალია ბოდოიანმა, ბაღდასარ ჩაპანიანმა და დარეჯან სანოსიანმა დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა წარმოადგინა.
„ხელნაკეთი პისტოლეტი, 3645 ვაზნა, 5 ხელყუმბარა, 24 მეტრი სიგრძის ასაფეთქებელი პატრუქი, ცეცხლსასროლი შაშხანა და ხელნაკეთი სამხედრო ხიშტ-დანა შინაგან საქმეთა სამინისტროს ნინოწმინდის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა ამოიღეს“,-ნათქვამია განცხადებაში.
შსს-ს ინფორმაციით, საქმე სსსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა. გამოძიებას შსს-ს ნინოწმინდის პოლიციის სამმართველო აწარმოებს.