უჩა ნანუაშვილი: ხელისუფლების ყველაზე დიდი შეცდომა საჯარო სექტორიდან ხალხის მასობრივი განთავისუფლებაა!

უჩა ნანუაშვილი: ხელისუფლების ყველაზე დიდი შეცდომა საჯარო სექტორიდან ხალხის მასობრივი განთავისუფლებაა!

საქართველოს სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის განცხადებით, ყველაზე სერიოზული შეცდომა, რაც ახალმა ხელისუფლებამ დაუშვა, საჯარო სექტორიდან ხალხის მასობრივი განთავისუფლებაა.

„ვფიქრობ, საკმაოდ ბევრი საქმის შესწავლა მომიხდება. ადამიანის უფლებათა ცენტრმა რამდენიმე  საქმე  შეისწავლა, რეაგირება მოახდინა და არა ერთი ადამიანი დააბრუნა სამსახურებში. საქმე ეხება ძირითადად, შს სამინისტროს სამსახურებს. ფაქტია, რომ ეს პრობლემა არსებობს, მაგრამ მას  არც ისე მასშტაბური სახე აქვს. თანამდებობის პირებზე არ მაქვს საუბარი, საქმე  რიგით თანამშრომლებს ეხება. ასეთი ფაქტები სამწუხაროდ, არა ერთხელ დაფიქსირდა“, - განაცხადა ომბუდსმენმა.

ნანუაშვილი ახალი ხელისუფლების კიდევ ერთ შეცდომად ნიგვზიანის ინციდენტთან დაკავშირებით გამოავლენილ პასიურ რეაგირებას მიიჩნევს მიიჩნევს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: