დავით საყვარელიძე: ეს გამოძიება კი არა, პოლიტიკურად მოტივირებული პროცესია

დავით საყვარელიძე: ეს გამოძიება კი არა, პოლიტიკურად მოტივირებული პროცესია

საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით საყვარელიძე დაკითხვაზე დაბარებას პოლიტიკურად მოტივირებულ პროცესს უწოდებს.

როგორც მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ის გამოძიებასთან თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს.

დეპუტატის თქმით, გამოძიების კითხვები მისი მერიაში მუშაობის პერიოდს უკავშირდება.

„ეს ჩვეულებრივი გამოძიება არ არის. ეს პოლიტიკურად მოტივირებული პროცესია და ის ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით, თავისი პარტიის პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ მიმდინარეობს. მერიაში  ჩემი ხელმოწერილი ნებისმიერი დოკუმენტები საჯაროა და ეს ძალიან კარგად იციან“,-განაცხადა საყვარელიძემ.

მისი თქმით, მზადაა, ნებისმიერ შეკითხვას საჯაროდ გასცეს პასუხი.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დავით საყვარელიძე დაკითხვაზე ხვალ 12:00 საათისთვის დაიბარა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: