59-ე საჯარო სკოლაში პირველკლასელი დაიღუპა
თბილისის 59-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე საათის წინ უბედური შემთხვევა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, პირველი კლასის მოსწავლემ საწერი კალმის თავსახური გადაყლაპა, რის შემდეგადაც სუნთქვა ვეღარ შეძლო და გარდაიცვალა.
სკოლის ერთ-ერთი პედაგოგის მზია დოგუსოვას თქმით, შემთხვევის დროს, ბავშვი გახანგრძლივებულ ჯგუფში იმყოფებოდა.
„გახანგრძლივებულის პედაგოგი ამბობს, რომ ბავშვმა საპირფარეშოში გასვლა მოითხოვა, საიდანაც დაბრუნების შემდეგ მასწავლებელს უთხრა, რომ კალმის თავსახური გადაეყლაპა. მასწავლებელმა სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ბრიგადა ადგილზე გამოიძახა, თუმცა ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა“, - განაცხადა დოგუსოვამ.
მისი თქმით, სასწრაფომ ბავშვი საავადმყოფოში წაიყვანა, თუმცა რამდენიმე წუთში მათ შეატყობინეს, რომ ბავშვი გარდაიცვალა.