ლუკაშენკო დაგვიჩოქებს?!

ლუკაშენკო დაგვიჩოქებს?!

„მე თქვენთან ჩამოვალ და დავიჩოქებ, ოღონდ არა საჯაროდ. თუმცა საჯაროდაც შეიძლება დავიჩოქო დსთ-ში დაბრუნების თხოვნით“.


ასეთი გზავნილი გამოგზავნა საქართველოში ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ. 


ბელორუსის პრეზიდენტმა განაცახდა, რომ იგი მაქსიმალურად ეცდება დააბრუნოს საქართველო დსთ-ში.  „მზად ვარ საქართველოს ხელმძღვანელობასთან ამის სანაცვლოდ დავიჩოქო კიდეც“, - აცხადებს ლუკაშენკო. მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთი საქართველოს დსთ-ში დაბრუნებას მიესალმება.


მისი თქმით, თუ ქართველი პოლიტიკოსები მოინდომებენ, ნებისმიერი პრობლემის გადაჭრა შეიძლება დსთ-ში დაბრუნებით.


„პირველი იანვრიდან ჩვენ ვიქნებით დსთ-ს თავმჯდომარე ქვეყანა. ჩვენ თქვენ (საქართველოს) გელით“, - განაცხადა ლუკაშენკომ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: