ქართველ მექანიზატორებსაც გადაამზადებენ

ქართველ მექანიზატორებსაც გადაამზადებენ

დღეს, სოფლის მეურნეობის სამინისტროში მექანიზატორთა გადამზადების პროგრამასთან დაკავშირებით  შეხვედრა გაიმართა. 


„პროგრამის ფარგლებში ახალციხის, კაჭრეთის, ქობულეთის, სენაკის, გორის, დიდი ჯიხაიშის და ოზურგეთის  პროფესიულ კოლეჯში 500-570  მემანქანე-ოპერატორი პროფესიული გადამზადების კურსს გაივლის. ეს საშუალებას მოგვცემს, მომზადებული შევხვდეთ საგაზაფხულო სასოფლოს-სამეურნეო სამუშაოების დაწყებას“, - განაცხადა   სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ შალვა ფიფიამ. მისი განცხადებით, იგეგმება დიდი ოდენობით თანამედროვე  ტრაქტორისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკის შემოყვანა.


უახლესი ტექნიკის შესაძლებლობების სრულფასოვნად გამოყენებისა და ათვისებისათვის  აუცილებელი გახდა მექანიზატორების გადამზადება. თანამედროვე ტექნიკის შემოყვანა და დანერგვა ხელს შეუწყობს კიდევ უფრო მეტი მიწის დამუშავებას და ადგილობრივი პროდუქციის ზრდას.  აღნიშნულ პროგრამას სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გაეროს განვითარების პროგრამასა და შპს ,,მექანიზატორთან“ ერთად ახორციელებს.  


პროფესიული კოლეჯების ხელმძღვანელები დადებითად აფასებენ სამინისტროს ინიციატივას და მზად არიან, აქტიურად ჩაერთონ ყველა  ღონისძიებაში, რაც სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებას შეუწყობს ხელს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: