თურქეთი პატიმარი ჟურნალისტების რაოდენობით ლიდერობს
”ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა” დღეს გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის თანახმადაც, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ციხეში რეკორდული რაოდენობის ჟურნალისტი იმყოფება.
ნატოს წევრ თურქეთში ყველაზე მეტი - 49 ჟურნალისტი იმყოფება საპატიმროებში. ამ კრიტერიუმით, მეორე ადგილზეა ირანი, სადაც 45 ჟურნალისტია დაპატიმრებული. ჩინეთი მესამეა - 32 დაპატიმრებული ჟურნალისტით.
”ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის” განცხადებით, ჟურნალისტთა დასაპატიმრებლად ყველაზე ხშირად მთავრობები მათ ტერორიზმში, სამშობლოს ღალატსა და ხელისუფლების დამხობის მცდელობაში ადანაშაულებენ.