სამართალდამცავებმა საბრძოლო მასალა და მარიხუანა ამოიღეს
ქობულეთის პოლიციის თანამშრომლებმა, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ქობულეთის რაიონის სოფელ ქაქუთში მცხოვრები გურამ მ.-ს სახლიდან, ჩხრეკისას 2 მცირეკალიბრიანი შაშხანა, 2 კარაბინის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, 337 ვაზნა და 14,85 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა" ამოიღეს.
გურამ მ. ამ დროისთვის დროებითი დაკავების იზოლატორშია. მას ბრალი სსკ-ის 236-ე მუხლის (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა) I ნაწილით და 260-ე მუხლის (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა) I ნაწილით წაუყენეს. გამოძიებას ქობულეთის რაიონის სოფელ მუხაესტატეს პოლიციის განყოფილება აწარმოებს.