NDI: საქართველოს მოსახლეობისთვის უპირველესი პრობლემა უმუშევრობაა

NDI: საქართველოს მოსახლეობისთვის უპირველესი პრობლემა უმუშევრობაა

NDI-ს კვლევის მიხედვით, საქართველოს მასშტაბით გამოკითხული რესპოდენტებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხებს შორის პირველ ადგილზე 56%-ით სამუშაო ადგილებია. მეორე ადგილზე 35%-ით ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურებაა, შემდეგ ადგილებს კი, 29%-ით ტერიტორიული მთლიანობა, 28%-ით სიღარიბე, 26%-ით პენსიები, 19%-ით ფასების ზრდა, 15-15% კი, განათლება და ხელფასები იკავებენ.

 

თბილისის მასშტაბით რესპონდენტთა 58% ყველაზე მნიშვნელოვან ადგილობრივ საკითხად დასუფთავების გადასახადის ელექტროენერგიასთან მიბმას ასახელებს. კითხვაზე, რომელი ადგილობრივი საკითხია თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, თბილისში მცხოვრები რესპონდენტების 58% სწორედ დასუფთავების გადასახადის ელექტროენერგიასთან მიბმას ასახელებს. 56% - კომუნალური მომსახურების ღირებულებას, 27% - ადგილობრივ სამედიცინო მომსახურებას,  26% - გზებს, 25-25% კი, - ტრანსპორტის ღირებულებასა და გაზმომარაგებას.

 

 

NDI-ს მიერ ნოემბერში ჩატარებული კვლევის შედეგები სახელწოდებით "საზოგადოების განწყობა საქართველოში" პრეზენტაცია "ქორთიარდ მარიოტში" მიმდინარეობს. როგორც პრეზენტაციის დაწყებისას საქართველოში NDI-ს ოფისის ხელმძღვანელმა ლუის ნავარომ განაცხადა, კვლევის პოლიტიკური ნაწილის პრეზენტაცია ორშაბათს გაიმართება. 

 

კვლევა საქართველოში 14-დან 25 ნოემბრის პერიოდში ჩატარდა. მის ფარგლებში 1947 რესპონდენტი შემთხვევითი შერჩევის პრინციპით და პირდაპირი ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა. 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: