სამართალდამცავებმა ნარკოდანაშაულში ბრალდებული დააკავეს

სამართალდამცავებმა ნარკოდანაშაულში ბრალდებული დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქუთაისის კრიმინალური პოლიციის ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულისთვის  1972 წელს დაბადებული კახაბერ ჭ. და   რუსეთის მოქალაქე, 1972 წელს დაბადებული მამუკა ე. დააკავეს.


ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.


გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ მამუკა ე. ნარკოტიკების აქტიური მომხმარებელია. რაც შეეხება კახაბერ ჭ-ს, სამართალდამცველებმა მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას,  სარეალიზაციოდ გამზადებული 5 აბი ,, სუბოტექსი",  66 ამპულა ,,მორფინი" და  ნარკოტიკების რეალიზაციის  შედეგად მოპოვებული 2000 ლარი ამოიღეს.


გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის  260-ე  მუხლის  (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების  უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება) მე-2 ნაწილის ,, ა" ქვეპუნქტით  მიმდინარეობს. დანაშაული 7 დან 14 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: