სამართალდამცავებმა ქურდობის ფაქტი გახსნეს

სამართალდამცავებმა ქურდობის ფაქტი გახსნეს

ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილების ინფორმაციით,  ხათუნა გელხვიიძის კუთვნილი ოქროს ნივთების ქურდობის  ფაქტზე,  გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით დაიწყო.


გამოძიებით დადგინდა,  რომ 11 დეკემბერს, ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩაზე, მაღაზია ,,საფილოსთან",  ხათუნა გელხვიიძემ ავტომანქანიდან გადმოსვლის შემდეგ,  კუთვნილი ოქროს ნივთები ვეღარ იპოვა.   ჩატარებული  საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად,  გაირკვა,  რომ აღნიშნულ  ნივთებს, 1985 წელს დაბადებული სულხან რ. დაეუფლა. ნაპოვნ ოქროულს  ის  ავტომანქანის  სალონში ინახავდა, რომლის  დათვალიერების შედეგად, სამართალდამცველებმა, დაახლოებით,  350 გრამი  50 დასახელების სხვადასხვა  ოქროს სამკაული  იპოვეს  და პატრონს, ხათუნა გელხვიიძეს დაუბრუნეს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: