უკრაინის საელჩოს თანამშრომელი მძიმედ დაშავდა

უკრაინის საელჩოს თანამშრომელი მძიმედ დაშავდა

„აუდის" მარკის ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს,  უკრაინის მოქალაქეს, საქართველოში უკრაინის საელჩოს თანამშრომელს, ლუდმილა ვოიტუკს დაეჯახა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ამ ინფორმაციას შს სამინისტრო  ავრცელებს.
 
ავარიის  შედეგად დაშავებული ა. ვოიტუკი სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა ნ.ყიფშიძის სახელობის კლინიკაში მოათავსეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველო  გამოძიებას  სსკ-ის 276-ე მუხლის (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა) პირველი ნაწილით აწარმოებს.

 „აუდის" მძღოლი, 1968 წელს დაბადებული ივანე ბ. ამჟამად დაკავებულია და გადაყვანილია  თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამსახურში.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: