ევროკავშირი კოსოვოსა და სერბეთს 6 თვიან საცდელ ვადას მისცემს

ევროკავშირი კოსოვოსა და სერბეთს  6 თვიან საცდელ ვადას მისცემს

ბრიუსელში აცხადებენ, რომ თუ სერბეთი და კოსოვო ერთმანეთთან საერთო ენას გამონახავენ, ევროკავშირის კარი მათთვის ღია იქნება. სერბეთს ევროკავშირის წევრობისთვის ოფიციალური მოლაპარაკებების დაწყება სურს, კოსოვოში კი ევროკავშირთან სავაჭრო და ფინანსური დახმარების შეთანხმების მიღწევას იმედოვნებენ. ევროკავშირი, თავის მხრივ, შეშფოთებულია ორ მხარეს შორის არსებული  გახანგრძლივებული უთანხმოებით.


2008 წელს კოსოვომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, თუმცა სერბეთი მის დამოუკიდებლობას არ სცნობს. ”საჭიროა ორ ქვეყანას შორის  ურთიერთობების გაუმჯობესება, თუკი მათ სურთ ევროკავშირისკენ სვლა განაგრძონ”, - ნათქვამია ევროკავშირის მინისტრთა საბჭოს ოფიციალურ განცხადებაში.


საბჭომ ასევე დაადგინა, რომ ევროკავშირი კოსოვოსა და სერბეთს ურთიერთობების გამოსასწორებლად 6-თვიან საცდელი ვადას მისცემს, რის შემდეგაც მათ საკითხს ბრიუსელში კიდევ ერთხელ გადახედავენ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: