შსს-მ ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები გაანადგურა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მუდმივმოქმედმა კომისიამ უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები გაანადგურა.
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველების მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად, მარიხუანა, დეზომორფინი, ჰეროინი, სუბოტექსი, ე.წ. „კრაკადილი", კოკაინი და ფსიქოტროპული პრეპარატები იყო ამორებული.
სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველები ამოღებულ ნარკოტიკულ ნივთიერებებს, სასამართლოს შესაბამისი განაჩენის შემდეგ, 3 თვეში ერთხელ ანადგურებენ.
ნარკოტიკების განადგურების პროცესს შსს-ს თანამშრომლებთან ერთად, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.